მუშაობს სატესტო რეჟიმში
ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago
2025 წლის E-commerce ტენდენციები და მათი გავლენა IT-სფეროზე
ელექტრონული კომერციის ბაზარი რეკორდული ტემპით იზრდება, ხოლო ტექნოლოგიური პროდუქტები და მათი ეკოსისტემა უკვე არა მხოლოდ ყოველდღიურ მოხმარებას, არამედ IT-სპეციალისტების ბაზარსაც ცვლის.
ITjobs-ის მკითხველისთვის კი მნიშვნელოვანი ხდება იმის ცოდნა, თუ როგორ აისახება ეს ტენდენციები ახალ ვაკანსიებზე და მოთხოვნად უნარებზე IT სექტორში.
დღეს განვიხილავთ რამდენიმე წამყვან ტრენდს და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ჩნდება.
რას ამბობს 2025 წლის ივნისის კვლევები?
DHL-ისა და Shopify-ის უახლესი კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ ელექტრონული კომერცია ტექნოლოგიურ სფეროში მოთხოვნებს ძალიან სწრაფად ცვლის. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს ახლა უფრო სჭირდებათ სხვა უნარების მქონე სპეციალისტები, ვიდრე ადრე.
DHL-ის 2025 წლის ანგარიში ამბობს, რომ 70%-ზე მეტი მომხმარებელი ელის, რომ მაღაზიებს ექნებათ AI-დაფუძნებული სერვისები, როგორიცაა ხმის ამოცნობით ძებნა, ვირტუალური Try-On-ები და AI-ასისტენტები პროდუქტის არჩევისას.
ეს ზრდის მოთხოვნას AI Developer-ებზე, UX/UI დიზაინერებზე და Chatbot სპეციალისტებზე. მომხმარებლების 81% ტოვებს პროდუქტს კალათაში, თუ მიწოდება, დაბრუნება ან მომსახურება არ აკმაყოფილებს მათ მოლოდინს. ეს ნიშნავს, რომ კარგი პროდუქტის გარდა, მნიშვნელოვანია მისი მიღებისა და დაბრუნების მარტივი პროცესი.
Shopify-მ ახლახანს წარადგინა AI Sidekick — ჩაშენებული ასისტენტი, რომელიც მაღაზიებს ეხმარება პროდუქტების აღწერაში, სეგმენტაციაში და გაყიდვების ანალიზში.
აქ უკვე საჭიროა AI-ინტეგრირებული E-Commerce პლატფორმების დეველოპერები და Digital Marketing Analyst-ები, ვინც AI მონაცემებს კომერციულ გადაწყვეტილებებად აქცევს.
Google-მა YouTube Shorts ჩართო საძიებო შედეგებში, რაც ვიდეო-სარეკლამო შინაარსს კიდევ უფრო წინ წევს.
ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნადი ხდება Video Content Creator-ები, Video-SEO სპეციალისტები და E-Commerce UX/UI დიზაინერები, ვინც short-form ვიდეოს გაყიდვებში ეფექტურად ჩართავს.
Charging ტექნოლოგიების ზრდა — ახალი გამოწვევები დეველოპერებისთვის
პროვაიდერები და მობილური ტექნიკის მწარმოებლები მუდმივად ზრდიან მოთხოვნას ინოვაციურ დამტენებზე, იქნება ეს Power Bank-ები, პორტატული მზის პანელები თუ EV დამტენები.
ამ პროდუქტების გაშვებას თან ახლავს აპლიკაციებისა და IoT სისტემების განვითარება, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე უკვე მოთხოვნადი ხდება:
Mobile Developer (Flutter, React Native)
Embedded Software Engineer
Firmware Developer
IoT სისტემების სპეციალისტი
განსაკუთრებით EV დამტენების შემთხვევაში, სადაც მნიშვნელოვანია აპლიკაციით დამტენის კონტროლი, მონაცემების დამუშავება და ენერგოეფექტურობის ანალიზი.
Clone Perfume-ების ბუმი, როგორ ეხმიანება ეს E-commerce დეველოპერს
სუნამოების ონლაინ გაყიდვების 782%-იანი ზრდა აჩვენებს, რომ Gen Z მომხმარებლები დიდ დროს ატარებენ ონლაინ მაღაზიებში, რაც ახალი გამოწვევაა E-Commerce Web Developer-ებისთვის.
ზრდადი მოთხოვნაა:
Headless Commerce პლატფორმების სპეციალისტზე (Shopify Hydrogen, Magento PWA)
UX/UI დიზაინერზე, რომლებიც უკეთ მოარგებენ მაღაზიებს Gen Z აუდიტორიის ჩვევებს
Digital Marketing Analyst-ზე, ვინც clone ბრენდებისთვის სწორ ტარგეტირებას და მონაცემებზე დაფუძნებულ რეკლამას განახორციელებს.
Big Data და AI — ტრენდული პროდუქტების გაყიდვების ანალიტიკა
E-Commerce ტენდენციები, როგორიცაა მზარდი მოთხოვნა 20K Power Bank-ებზე, EV დამტენებზე და სუნამოებზე, ქმნის დიდი მოცულობის მონაცემს მომხმარებლის ქცევისა და ბაზრის დინამიკის შესახებ.
ეს უკვე ზრდის მოთხოვნას:
Data Analyst-ზე
Machine Learning Engineer-ზე
BI (Business Intelligence) სპეციალისტზე
საჭიროა პროდუქტის გაყიდვების პროგნოზირება, რეკლამების ოპტიმიზაცია და სამომხმარებლო ქცევის პროგნოზირება.
ელექტრონული კომერციის ტენდენციები 2025 წელს არა მხოლოდ მომხმარებლის ჩვევებს ცვლის, არამედ IT-ბაზარზე ახალ პოზიციებს ქმნის.
თუ შენ ეძებ განვითარებად სექტორს ან გეგმავ კარიერის მიმართულების შეცვლას, e-commerce ტექნოლოგიები, IoT და Data Analytics საუკეთესო არჩევანია.
ITjobs.ge-ზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი პოზიციები და გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ თქვენც იყოთ ამ სწრაფად მზარდი ბაზრის ნაწილი.