7 რჩევა როგორ დაიწყო კარიერა IT სფეროში

ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago

7 რჩევა როგორ დაიწყო კარიერა IT სფეროში

თანამედროვე სამყაროში IT ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პერსპექტიული მიმართულებაა. 

ტექნოლოგიები ყოველდღიურად ცვლის ჩვენს ცხოვრებას  და ბაზარს მუდმივად სჭირდება პროფესიონალები.  სწორედ ამიტომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ამ სფეროთი და ცდილობს კარიერა სწორედ აქ დაიწყოს!  თუ შენც მათ შორის ხარ ვინც ფიქრობს რომ IT არის მომავლის სფერო მაგრამ არ იცის საიდან დაიწყოს, ეს სტატიაა სწორედ შენთვისაა.  გაგიზიარებთ კონკრეტულ, სტრუქტურირებულ ნაბიჯებს, რომლითაც შეძლებ წარმატებას IT სფეროში  ისე  რომ არ დაგჭირდეს არც ფინანსური რესურსები და არც ძვირადღირებული კურსები.  

 იყავით კონსისტენტური და შეინარჩუნეთ რეგულარული მუშაობის რეჟიმი 

ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარია კონსისტენტურობა. ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა:  „ენერგია და თანმიმდევრულობა ყველაფერს ამარცხებსთუ ყოველდღიურად თუნდაც მცირე დროს  მაგალითად 3 საათ დაუთმობთ  სწავლას და პრაქტიკას, შედეგები აუცილებლად აისახება მომავალში.  რეგულარული ვარჯიში და სწავლა გამოიკვეთება  თქვენს ცოდნაში და სწრაფ განვითარებას მოგიტანთ. 

შეისწავლეთ საბაზისო IT ცოდნა უფასო რესურსების დახმარებით 

IT-ის საფუძვლების ცოდნა თქვენი კარიერის ძლიერი დასაწყისია.  ამისთვის საუკეთესოა უფასო და ხარისხიანი რესურსები, მაგალითად Professor Messer-ის  A+ კურსი YouTube-ზე.   სჯობს უყუროთ ვიდეოებს ზედმეტი ჩაღრმავების გარეშე, რომ სწრაფად შექმნათ საბაზისო ცოდნის ფუნდამენტი. მეორე ალტერნატივაა Google IT Support Professional Program-ის  ზოგიერთი სექციაქსელები, საოპერაციო სისტემები და ტექნიკური მხარდაჭერასერტიფიკატის აღება არ არის აუცილებელი, თუმცა დამატებითი უპირატესობა ნამდვილად იქნება. 

დაუფლეთ პრაქტიკულ ინსტრუმენტებ და ტექნოლოგიებ 

ყველა IT ინტერვიუს ბოლოს კანდიდატებს ხშირად ეკითხებიან, რა იყო ყველაზე სასარგებლო გამოცდილება. ყველაზე პოპულარულია Active Directory-ის ლაბორატორიების ცოდნა, ხოლო მეორე ადგილზეა Ticketing სისტემები, Cloud ტექნოლოგიები და ეს ინსტრუმენტები ყველგან გამოიყენება — Help Desk, Sysadmin, Software Engineering თუ Security მიმართულებებში. ამიტომ მათი ათვისება აუცილებელია. 

მოამზადეთ რეზიუმე სადაც თქვენს გამოცდილებას წარმოაჩენთ 

გამოცდილების გარეშე რთულია სამსახურის პოვნა, ამიტომ შექმენით პრაქტიკული პროექტები, რომლებიც შეგიძლიათ ჩაწეროთ რეზიუმეში და LinkedIn-ზეშეგიძლიათ უფასოდ დაეხმაროთ ვინმეს IT საკითხებში, შექმნათ საკუთარივირტუალური კომპანიაპროექტებით ან განათავსოთ ნამუშევრები ბლოგსა თუ YouTube-ზე.

მაგალითი რეზიუმედან:  

  • Resolved 50+ helpdesk tickets weekly using Spiceworks and Active Directory 

  • Configured cloud resources using AWS free tier 

 

გააუმჯობესეთ LinkedIn პროფილი 

LinkedIn არის მთავარი პლატფორმა IT სფეროში რეზიუმესა და კონტაქტების გასაზრდელად. გახადეთ პროფილი სუფთა, კარგად ოპტიმიზირებული, მიუთითეთ სასურველი პოზიცია, მაგალითად  „IT Help Analyst“.  ეცადეთ დაამყაროთ კავშირები, თუმცა ნუ გააკეთებთ სპამს  დღეში 15-20 ადამიანამდე მეგობრების დამატება არის ოპტიმალური. ნუ გამოიყენებთ  „Open to work“  ჩარჩოს, რადგან ბევრ რეკრუტერს ეს არასასიამოვნოდ ეჩვენება.

იყავით ინფორმირებული IT ინდუსტრიის ტრენდებსა და განახლებებზე 

ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივად ინფორმირებული იყოთ უახლესი ტრენდებისა და სერტიფიკაციების შესახებ  (მაგალითად, Cloud, Cybersecurity, DevOps).  ამის საშუალებით შეძლებთ მოერგოთ ბაზრის მოთხოვნებს და იყოთ კონკურენტუნაირიანი. 

იყავით აქტიური, განაგრძეთ განცხადებების გაგზავნა და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა 

IT კარიერის საწყის ეტაპზე განცხადებების რაოდენობა და ხარისხი განსაზღვრავს შედეგს. დღეში 5-10 ხარისხიანი განცხადება სწრაფად გაზრდის შანსებს, რომ დასაქმდეთ. 

 ნუ ადევნებთ თვალს  მხოლოდ LinkedIn  ან  Indeed-სს, მოძებნეთ კომპანიის ოფიციალური საიტიც, დაუკავშირდით იმ ადამიანს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთგამოიყენეთ უნიკალური CV თითოეულ ვაკანსიაზე, მოარგეთ თქვენი ტექნიკური უნარები მოთხოვნებს. 

 IT სფეროში კარიერის დაწყება, ეს არის მოთმინების, მუდმივი სწავლისა და აქტიურობის კომბინაცია, საბაზისო ცოდნის ფუნდამენტი და პრაქტიკული გამოცდილება ის საყრდენია, რომელიც გზას გიხსნის განვითარებისა და შესაძლებლობებისკენ. 

გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ: ყველაფერი იწყება პატარა ნაბიჯებით და ყოველდღიური მცდელობით! 

თეგები
IT კარიერა უფასო რესურსები საბაზისო IT ცოდნა LinkedIn პროფილი ტექნოლოგიური ტენდენციები.