მუშაობს სატესტო რეჟიმში
ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago
გაქრება თუ არა დისტანციური სამუშაო 2025-ში?
პანდემიამ მუშაობის ტრადიციული ფორმა შეცვალა და მას შემდეგ დისტანციური რეჟიმი მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა. თუმცა 2025 წლისთვის გაჩნდა აზრი თითქოს დისტანციური სამუშაო ინერტულ სივრცეში ცხოვრებას ემსგავსება, ბევრმა კომპანიამ (მაგალითად: Amazon-მა და UPS-მა) დაიწყო ოფისში სრულ განაკვეთზე დაბრუნების პროპაგანდა. თუმცა, ეს „დასასრულის“ ტენდენცია რეალობაში უფრო ჰიბრიდული ეტაპის დასაწყისს გულისხმობს ვიდრე კოლაფსის. Stanford-ის კვლევიდან ჩანს რომ კომპანიების უმეტესობას დისტანციურ რეჟიმზე სურთ და მეტსაც გეტყვით - მათ შორის, ვინც ბაზრის კაპიტალიზაციით პირველ ხუთეულში შედის, ნახევარზე მეტ თანამშრომელს საშუალებას აძლევს ვირტუალურად იმუშაონ.
Hybrid მოდელი დომინანტურ პოზიციას დაიკავებს 2025 წლის ბოლოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ზოგი კომპანია ( მათ შორის პროგრესული, ტექნოლოგიურად მომჩივები და ინოვაციაზე ორიენტირებულები) კვლავაც ჯიუტად ჯერდებიან სრულ დისტანციურ მუშაობაზე. linkedln-ის მონაცემებით, მაძიებელთა 50%-ზე მეტი ყურადღებას დისტანციურ პოზიციებს აქცევს, მაშინ როცა აღნიშნული პოზიციები მხოლოდ 20%-ს შეადგენს.
დისტანციური მუშაობა და მისი გამოწვევები
ჰიბრიდულ და დისტანციურ რეჟიმში ეფექტური მუშაობის შესანარჩუნებლად მრავალი გამოწვევა არსებობს. ამ სტატიაში შევეხებით დისტანციური მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და ერთად ვიპოვოთ მათი გადალახვის გზები.
კომუნიკაციის სირთულეები
ფიზიკური დისტანცია ართულებს უშუალო კომუნიკაციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ინფორმაციის დაგვიანება, გაუგებრობა ან პროექტებში ჩართულობის უარყოფა.
განსაზღვრეთ მკაფიო საკომუნიკაციო არხები: Slack სწრაფი კომუნიკაციისთვის, Zoom შეხვედრებისთვის და ელფოსტა-ოფიციალური კომუნიკაციისთვის.
ასევე საუკეთესოა ინსტრუმენტები როგორიცაა: Microsoft Teams, Trello და Asana.
დანერგეთ ყოველდღიური ან ყოველკვირეული სტატუსს შეხვედრები გუნდის წევრებს შორის, რათა განაცხადონ პროგრესი და თავისებური ინფორმაცია.
გუნდურობის და შესაძლებლობების სიმცირე
დისტანციურ გარემოში ხშირად იკარგება ის სპონტანური არაპლანირებული თანამშრომლობა და იდეების გაცვლა, რაც ოფისში ჩვეულებრივად უცებ იმპროვიზაციის შედეგად ხდება, რაც ახალი შესაძლებლობების პოვნას აფერხებს.
რეგულარულად ჩაატარეთ ვირტუალური ბრეინსტორმ სესიები და ინოვაციის სესიები, სადაც თანამშრომლები იდეას მონაცვლეობით განათავსებენ.
Შექმენით ”ონლაინ ყავის შეხვედრები” სადაც თანამშრომლები წარმატების ახალ გზებს აღმოაჩენენ.
მოტივაციის დაცემა და დემორალიზაცია
ფიზიკურმა დისტანციამ შესაძლოა თანამშრომლები ერთმანეთისგან და კომპანიის კულტურისგან დააშოროს, შედეგად თანამშრომლების მოტივაცია იკლებს, რაც საბოლოო შედეგზე აისახება.
ჩაატარეთ რეგულარული one-on-one შეხვედრები თანამშრომლებთან, უნარების შეფასებისთვის, პირადი პროგრესის განხილვისთვის და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის.
სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის დარღვევა
როდესაც სამუშაო და პირადი სივრცე ირღვევა, ადამიანები ხშირად ხედავენ უფრო მეტ სამუშაოს და უბედურების განცდას შუალედში.
განსაზღვრეთ სამუშაო საათები და დაავალდებულეთ, რომ ჩართვა და გათიშვა დროულად ხდებოდეს.
გამოიყენეთ სამუშაო საათების დასაფიქსირებელი აპლიკაციები (მაგ: Clockify ან RescueTime), რათა თანამშრომლებმა დაინახონ და მართონ საკუთარი დრო.
დააწესეთ “ცხელი ზონა“ ლანჩისა და შესვენებისთვის.
მენეჯმენტის სირთულეები დისტანციურ მუშაობაში
Gallup-ის კვლევით, მხოლოდ 28% მენეჯერია გათვითცნობიერებული ჰიბრიდულ/დისტანციურ გარემოში მუშაობის თავისებურებაში. Შედეგად, მენეჯმენტი ან ზედმეტად აკონტროლებს ან საერთოდ უგონოდ ახორციელებს პროსესს.
დაგეგმეთ მენეჯერებისთვის ტრენინგები Smart objective-ზე, OKR -სა და Task-Based Management-ზე.
აქცენტი გააკეთეთ შედეგებსა და შესრულებაზე, უზრუნველყავით მენეჯერები ინსტრუმენტებით და საუკეთესო პრაქტიკით.
2025 წელს დისტანციურ რეჟიმს ნამდვილად არაფერი ემუქრება, პირიქით ის ტრანსფორმირდება ჰიბრიდულ, მოქნილ და პროგრესულ მოდელად!