ფრილანსინგი VS სრულ განაკვეთზე მუშაობა

ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago

ფრილანსინგი VS სრულ განაკვეთზე მუშაობა

ფრილანსინგი VS სრულ განაკვეთზე მუშაობა, რომელ გზას აირჩევ შენ? 

წარმოიდგინე: დილას შენ ირჩევ, როდის გაიღვიძო. მუშაობ იქ სადაც გინდა, კაფეში სახლში თუ მთის ფერდობზე. პროექტები და კლიენტები შენს ხელშია. თითქოს ეს სრულყოფილი ავისუფლებაა, არა?  

ახლა წარმოიდგინე: დილით 9 საათზე სამსახურში ხარ, 6-ზე კი ლეპტოპს ხურავ და დღე შენით გრძელდება. არც კლიენტის ზარი, არც სააგენტოს ზარ-ზეიმი შუა ღამეს. სტაბილური ხელფასი, ფასიანი შვებულება და ნათელი სამუშაო საათები. 

ორივე გზას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ საიდუმლო იმაშია, რომ არცერთი არ არის იდეალური. 

ოდი განვიხილოთ როგორია სინამდვილეში ფრილანსი და სრული განაკვეთი. 

რა უპირატესობები და გამოწვევები აქვთ. 

 დრო და თავისუფლება მხოლოდ ილუზიაა?

ფრილანსი: 

თავიდან გგონია, რომ დრო მხოლოდ შენ გეკუთვნის, მაგრამ რეალობა სხვაგვარია. 

  • 40-50% შენი დროის  მიდის კლიენტებთან საუბარში, მოთხოვნების ანალიზში, პროექტის დაგეგმვაში და მოლაპარაკებებში. 

  • სოციალურ ქსელებში აქტიურობა, Linkedln-ის მართვა აუცილებელია თუ გინდა უწყვეტი ნაკადი. 

  • თავისუფლება მოდის მაშინ, როცა საკმარისს გამოიმუშავებ, რომ უარი თქვა არასაინტერესო პროექტებზე. 

სრული განაკვეთი: 

  • სამუშაო საათების შემდეგ თავისუფალი ხარ  

  • არ ფიქრობ, როგორ იშოვო ახალი პროექტი ან როგორ შეინარჩუნო კლიენტი 

  • ვაკანსიის სტაბილურობა და ხელფასი გარანტირებულია. 

 ფრილანსი გაძლევს თავისუფლებას  მაგრამ ეს თავისუფლება თუ ვერ მართე სრული ქაოსია. 

სრული განაკვეთი გაძლევს სტაბილურობას მაგრამ დროის მართვა  შენს ხელში ნაკლებადაა. 

 ფინანსები- სტაბილურობა vs რისკიანი მაქსიმუმი 

ფრილანსში შენი შემოსავალი პირდაპირ დამოკიდებულია შენს აქტიურობაზე, რაც მეტს იმუშავებ მით მეტი გაქვს, როცა რამდენიმე პროექტს ერთდროულად აკეთებ ხელფასსაც ბევრად მეტს გამოიმუშავებ თუმცა შესაძლოა იყოს პერიოდები როცა კლიერტი არ გწერს და შესაბამისად შემოსავალიც ნულის ტოლია. 

სრული განაკვეთი  თვიდან თვემდე გარანტიაა, ხელფასი შესაძლოა იყოს დიდიც და მცირეც  მაგრამ მაინც იცი რომ თვეში X თანხას გამოიმუშავებ, შეგიძლია წინასწარ დაგეგმო ხარჯები და თუნდაც რამდენიმე თვე სამსახური შეიცვალო მაინც არ დარჩები შემოსავლის გარეშე. 

სტრესი და პასუხისმგებლობა 

ფრილანსში ყველაფერი შენი პრობლებაა. კლიენტი გადაიფიქრებს, პროექტიც ჩაგეშლება. თუ რამე კარგად ვერ მიდის, თუ დიდი კლიენტი დაკარგე ან უბრალოდ ფიქრობ,  როგორ მოიზიდო ახალი  ეს გონებაში მუდამ ტრიალებს  და  შაბათ-კვირასაც არ ქრება. 

ხშირად ფრილანსერულთავისუფლებაზესაუბრობენ  რომ აი, როცა გინდა იმუშავებ  როცა გინდა არა , მაგრამ რეალურად ეს თავისუფლება მოდის მოგვიანებით.  სანამ იმ დონემდე მიხვალ, პირველ რიგში  გარკვეულ თანხას და ცნობადობას  უნდა მიაღწიო  და მერე მოდის ეს თავისუფლება  რომელიც მართლაც ძალიან სასიამოვნოა. 

სრული განაკვეთიავაზობს უფრო სტაბილურ მენტალურ და ემოციურ გარემოს. მაშინ როცა ფრილანსერი 24/7 საკუთარ თავთან და კლიენტებთან რჩება პასუხისმგებელი, სრული განაკვეთის თანამშრომელი ბევრად უფრო დაცულ და კომფორტულ სისტემაში ხვდება. როცა დღის ბოლო დგება სამუშაო დღეც მთავრდება და შემდეგ არ უწევს ამ ყველაფერზე ფიქრი, ეს კი ფსიქოლოგიურად დიდ  თავისუფლებას ნიშნავს რასაც ძალიან მაღალი ფასი აქვს . 

 განვითარება და კარიერული ზრდა  

ფრილანსერი ხარ?  მაშინ შენი განვითარება შენი პასუხისმგებლობაა. 
თუ გინდა  ტოპ დონეზე იყო, უნდა ჩადო ფული კურსებში, წიგნებში, მასტერ-კლასებში   

აქ არავინ გადაგხდის ტრენიგისთვის, არ ოგიწობს სასწალო სესიე და არ იკონტროლებს პროგრსს. 
მაგრამ ამას ქვს რთი იდი ლიუსი. შენ ირჩევ  რა როის ისწავ. შეგიძლია მოხვდ მრავაფეროვან პროექებზე, სხვადასხვა ტექნოოგიით იმუშა და ბერა სწრაფად განვითარდე. 

სრული განაკვეთის შემთხვევაში კი, კომპანიები ხშირად ანაწილებენ ბიუჯეტს ტრენინგებისთვის, ატარებენ სემინარებს, ვორქშოფებს და ციფრული მასალის შეძენასაც აფინანსებენ. ერთი შეხედვით ეს კომფორტულია , სწავლობ კომპანიის ფულით. მაგრამ ხშირად სწავლა იმ ტექნოლოგიებს ეხება, რაც უშუალოდ იმ კომპანიის ეკოსისტემაში გამოიყენება და ბაზარზე ფართო მოთხოვნა შეიძლება არ ჰქონდეს. 

ორივე გზას თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. ასე რომ, არ არის ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომფრილანსერი საუკეთესოა ყველასთვის ან რომ ძალიან ბევრისთვის უფრო კარგია ჩვეულებრივი სამსახური. 

საბოლოოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორი ადამიანიც ხარ. 

თუ ხარ დისციპლინიანი, მზად ხარ დროებით სირთულეებისთვის  მაგრამ გინდა, მომავალში უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდე  მაშინ ფრილანსი ნამდვილად შეიძლება შენი გზა იყოს. 

თუ კი შენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური 40-საათიანი სამუშაო კვირა, predictable ხელფასი და საღამოს მშვიდად დასვენება, ისე რომ სამუშაოზე ფიქრი არიწევდეს, ასეთ შემთხვევაში ჯობია  სრულ განაკვეთზე მუშაობა. 

 იმედია ეს სტატია დაგეხმარება უკეთ დაინახო განსხვავებები. უნდა აირჩიო ის, რაც შენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს უკეთ ეწყობა! 

 

თეგები
IT კარიერა ფრილანსინგი სრული განაკვეთი პროფესიული განვითარება კარიერული რჩევები სტაბილური შემოსავალი ფულის მართვა