როგორ შევადგინოთ ეფექტური CV IT სფეროში?

ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago

როგორ შევადგინოთ ეფექტური CV IT  სფეროში?

CV  თქვენი პროფესიული იმიჯის პირველი შთაბეჭდილებაა, რომლის შესაფასებლად დამსაქმებელს მხოლოდ 7 წამი სჭირდება. სწორედ ამიტომ  თქვენი რეზიუმე უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური მარტივი, ტექნიკურად მკაფიო და პროფესიონალური. 

რეზიუმე, რომელშიც უამრავი ფერი და ეფექტიგამოყენებული, შესაძლოა მოწონების ნაცვლად უარყოფის მიზეზი გახდეს. ამიტომ აირჩიეთ მარტივი, სუფთა და პროფესიონალური ფორმატი.  

შეცდომები  რომელსაც ხშირად უშვებენ რეზიუმეს შედგენის დროს 

CV-ს შედგენისას მცირე შეცდომებიც კიაკარგვინებს შანსს შემდეგ საფეხურზე გადასვლაში. მოდი ერთად განვიხილოთ  რა ეცდომებს შვებენ ველაზე შირად ოგორ ავიცილოთ თავიდან ისინი? 

როდესაც განათლება გამოცდილებაზე მეტად თვალსაჩინოა. 
ბევრი ფიქრობს, რომ განათლება პირველი და მთავარი ნაწილი უნდა იყოს რეზიუმეში, მაგრამ  დამსაქმებელს ყველაზე მეტად შენი სამუშაო გამოცდილება აინტერესებს, რადგან ზუსტად ს  აჩვენებს  თუ რა შეგიძლია და როგორ მოიქცევი რეალურ სამუშაო გარემოში. 
სტაჟირება, პროექტები, ან ნებისმიერი გამოცდილება, ყველაფერი ეს მნიშვნელოვანია და განათლებაზე წინ უნდა იყოს.

შედეგზე არ არის ორიენტირებული 

რეზიუმეში მხოლოდ პასუხისმგებლობების ჩამოწერა არ  არის საკმარისი, უმჯობესია სწორად წარმოაჩინო, რა შედეგი მოუტანე კომპანიას. მაგალითად: როგორ დაეხმარე გუნდს ან როგორი შედეგი მიიღო პროექტმა შენ მონაწილეობით. 
პრაქტიკული შედეგების ჩვენება არა მარტო შთამბეჭდავია, არამედ რეზიუმეს გაცილებით უფრო რჩეულს და ეფექტურს ხდის. 

მაჩვენებლების (metrics) არქონა 
მეტრიკები, ციფრები, მიღწევები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია 

CV-ში უნდა ჩანდეს რა გაქვს მიღწეული. 
რეკრუტერები ამას აფასებენ და ხედავენ რომ შენ ცდილობ, გააცნო შენი შედეგები. 

რეზიუმეს არმორგება კონკრეტული ვაკანსიისთვის 
ერთი და იგივე რეზიუმე სხვადასხვა ვაკანსიაზე ეფექტურად არ მუშაობს. 

მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმე შეესაბამებოდეს კონკრეტულ პოზიციას და გამოკვეთოს სწორედ ის უნარები და გამოცდილება, რომელიც საჭიროა კონკრეტულ სამსახურში. 

მცირე მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების გამოტოვება

პატარა შეცდომები, მიუხედავად მათი მარტივობისა, ხშირად ქმნიან უარყოფით პირველ შთაბეჭდილებას. 

რეკრუტერი, რომელიც დღეში ათასობით რეზიუმეს ათვალიერებს, ასეთ პატარა შეცდომებს მარტივად ამჩნევს  და ეს ხშირად იწვევს კანდიდატის შანსების შემცირებას. 
პირველი შთაბეჭდილება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, ამიტომ ყურადღებით შეამოწმე ყველა დეტალი.

რეზიუმეს შექმნა რთული არ არის, უბრალოდ სწორი სტრატეგია უნდა გამოიყენოთ, რომ  საბოლოოდ ეფექტური დოკუმენტი გამოგივიდეთ 

ამიტომ გაგიზიარებთ იმ მნიშვნელოვან რჩევებს, რომლებიც CV-ის სწორად შედგენაში და თქვენი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ. 

როგორ წარუდგინო თავი სწორად 

დაიმახსოვრეთ, სამსახურის ძიებისას ზედმეტი თავმდაბლობა საჭირო არ არის, მე არ ვგულისხმობ რომ ქედმაღალი ან ამპარტავანი იყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია განვასხვავოთ თავდაჯერებულობა  თავმდაბლობას შორის, თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენი შესაძლებლობები თამამად და ღირსეულად წარმოაჩინოთ. კომპანიას უნდა დაანახოთ, რატომ ხართ თქვენ საუკეთესო არჩევანი მათთვის, იყავი თავდაჯერებული! 

 მოახდინეთ ძლიერი შთაბეჭდილება ერთი გვერდით. 

იცით, რამდენ დროს უთმობენ რეკრუტერები რეზიუმეს გადახედვას? — 7 წამს. ჰო, მხოლოდ 7 წამი გაქვთ შთაბეჭდილების მოსახდენად. როგორ ფიქრობთ, ამ დროში ვინმე მეორე გვერდზე გადავა? ამიტომ, აუცილებელია ყველა მნიშვნელოვანი რამ ჩასვათ ერთ გვერდზე. 

დაიწყე შენი ყველაზე რელევანტური გამოცდილებით 

 ჩვეულებრივ, რეზიუმეს აქვს ხუთი განყოფილება: ფონი, გამოცდილება, უნარები, განათლება და პროექტები. ამ ყველაფრიდან გამოცდილება ყველაზე მნიშვნელოვანია დამსაქმებლისთვის. თუ ვინმეს უკვე გაუკეთებია მსგავსი საქმე, ეს უკვე ავტომატურად სძენს კანდიდატს სანდოობას  მისი შესაძლებლობების მიმართ, სწორედ ამიტომ გამოცდილება უნდა ეწეროს პირველ პოზიციაზე. 

გაავსე შენი რეზიუმე ტექნიკური ტერმინებით

ბევრ დიდ კომპანიაში რეზიუმეს პირველად ბოტი ამოწმებს, რომელიც სავალდებულო საკვანძო სიტყვების (მაგ: JavaScript, AWS, Python…) მოძებნის მიხედვით წყვეტს, გადადის თუ არა შენი CV შემდეგ ეტაპზე.

უნარების სექცია. 

  • ჩემი რეკომენდაციაეს ნაწილი ზედა ნაწილში იყოს. 

  • ჩამოწერეთ პროგრამირების ენები, Framework-ები, Tools-ები, და  ბაზები. 

  • არ შეაფასოთ საკუთარი თავი (მაგ. 5/5 JavaScript-ში), რადგან ჩვენ ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად ვაფასებთ. 

  • სოფტ უნარები სჯობს გამოცდილების სექციაში მაგალითებით აჩვენოთ. 

 გაამარტივეთ თქვენს შესახებ ინფორმაციის მოძიება 

LinkedIn პროფილში დეტალურად  აღწერეთ  გამოცდილება, მაგალითად: როგორ მონაწილეობდი სხვადასხვა გუნდში, რა გააკეთე. თუ სივში სივრცე არ გაქვს, LinkedIn-ი ამისთვის იდეალურია. რეკრუტერებს LinkedIn-ის სპეციალური ვერსია აქვთ, სადაც შეუძლიათ გაფილტრონ კანდიდატები. 

შესაბამისად, აუცილებელია, რომ პროფილში გამოკვეთილი იყოს საკვანძო სიტყვები და ტექნოლოგიები. 

უნდა მიუთითო ყველა ტექნოლოგია, რომელზეც მუშაობდი   რამდენჯერმე, რათა ეს მონაცემები ძებნისას აუცილებლად გამოჩნდეს. 

 AI-ის გამოყენება  საუკეთესო შესაძლებლობაა სივის შესადგენად 

AI-ის გამოყენება სივის შესადგენად დიდი უპირატესობაა. არსებობს სივის გენერატორები, რომლებიც შაბლონებსა და რეკომენდაციებს გაძლევენ. შეგიძლია არსებული სივი ატვირთო და ისეავსებს ავტომატურად.

საბოლოოდ, ეფექტური სივი: 

  • აღწერს კონკრეტულ ტექნიკურ გამოცდილებას 

  • აჩვენებს გავლენას კომპანიაზე 

  • არის მკაფიოდ გადმოცემული და კარგად წაკითხვადი 

გარდა ამისა, LinkedIn-ის პროფილი, პერსონალური პროექტები და პროფესიული კონტაქტების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. 

 დააფასეთ საკუთარი თავი

ნუ მიუთითებთ, რომ „entry-level“ ხართ ანმეტნაკლებად ვიცი Java“. დროა საკუთარ თავს პროფესიონალად უყუროთ! 

დასასრულს ერთი რამ დაიმახსოვრეთ! იდეალური რეზიუმე არ არსებობს, არსებობს თქვენი უნიკალური გზა, რომელიც აქამდე გამოიარეთ, ამიტომ თამამად, თავდაჯერებულად და სწორად წარადგინეთ საკუთარი თავი! 

 

თეგები
CV რეზიუმე ეფექტური CV კარიერული რჩევები დასაქმება