მუშაობს სატესტო რეჟიმში
ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago
ტექნოლოგიური სამყარო სწრაფად იცვლება, მაგრამ გარკვეული პროფესიები მუდმივად ლიდერობენ. 2025 წელს როგორც პროგნოზირებენ რამდენიმე პროფესია განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს და ამ სფეროში დასაქმებული სპეციალისტები საკმაოდ მაღალ ანაზრაურებასაც მიიღებენ. განვიხილოთ რომელ ტექნოლოგიურ პროფესიებს აქვს პოტენციალი მომავალში და როგორ შეგიძლია შენც ამ სამყაროში ადგილის პოვნა!
AI და მანქანური სწავლება
პირველ რიგში AI და მანქანური სწავლება ტექნოლოგიების ვარსკვლავია, AI ინჟინერი ქმნის იმ მოდელს, რომელიც თვითმართვად მანქანებს, ჯანდაცვის სისტემებსა და ფინანსურ სერვისებს ყოველდღიურად აუმჯობესებენ.
მონაცემთა მეცნიერები ( Data Scientists)
ამ პროფესიის ხალხი ტექნოლოგიური სამყაროს დეტექტივები არიან. ისინი ახალ ინფორმაციას ანალიზს უკეთებენ და ბიზნესს სიღრმისეულ იდეებს აწვდიან. სწორედ მათი წყალობით გვირჩევს Netflix ახალ სერიალს ან აგიგენერირებს Spotify-ს ინუკალურ Playlist-ს. ეს ყველაფერი მონაცემთა მეცნიერების დამსახურებაა.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი კიდევ ერთ გამორჩეულ პოზიციად რჩება. კიბერშეტევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ კომპანიები მზად არიან, უსაფრთხოების გამოცდილ პროფესიონალს სოლიდური ხელფასი შესთავაზონ.
Cloud ინჟინერი
ქლაუდ ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიების საყრდენია. ის უზრუნველყოფს რომ შენი საყვარელი აპები არ ჩამოიშალოს მაშინ, როცა მილიონობით მომხმარებელი ერთდროულად იყენებს.
მაგალითად იცოდი რომ Netflix სარგებლობს Amazon Web Services-ით (AWS) — სწორედ ქლაუდ ინჟინერი აფორმებს და მართავს იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც ვიდეოები უპრობლემოდ იტვირთება.
DevOps ინჟინერი
DevOps გულისხმობს იმ სისტემების აშენებას და შენარჩუნებას, რომელიც კოდს განვითარების ეტაპიდან საბოლოო ვერსიამდე მიიყვანს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი უნარია დღეს.
Full Stack დეველოპერი
Full Stack დეველოპერი აქტიურად მოთხოვნადი პროფესიაა, სწორედ ეს ადამიანი ქმნის როგორც ფრონტ-ენდს (რასაც მომხმარებელი ხედავს), ისე ბექ-ენდს (აპლიკაციის სერვერის მხარეს), რაც მათ ძალიან მრავალმხრივ და ღირებულ სპეციალისტად აქცევს.
მე მგონია, რომ 2025 წლიდან კომპანიები მეტად დააფასებენ Full Stack დეველოპერებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც მხოლოდ ფრონტ-ენდის ან მხოლოდ ბექ-ენდის კეთება იცის.
Blockchain Developer (ბლოკჩეინ დეველოპერი)
ახლა Blockchain მარტო კრიპტოვალუტისთვის აღარ გამოიყენება.
მაგალითად, Walmart იყენებს ბლოკჩეინს, რომ თავისი მარაგის გზავნები გააკონტროლოს, ახლა ჯანდაცვაში, უძრავი ქონებაში და ლოგისტიკაშიც გამოიყენება.
თუ შეგიძლია შექმნა smart contract-ები ან კარგად ერკვევი დეცენტრალიზებულ სისტემებში ყოველთვის მოთხოვნადი იქნები.
AR/VR DEVELOPER
მეტავერსი, ვირტუალური ტურები, გეიმინგი და 3D დიზაინი, ეს სფერო ბოლო წლებია ორჯერ გაზრდილია 2025-ში კი სერიოზული ბუმია მოსალოდნელი. თუ ინტერაქციული და კრეატიული პროექტები გიზიდავს, ეს იდეალური არჩევანია.
Product manager
Product manager არის ადამიანი, ვინც ტექნოლოგიური პროდუქტების განვითარებას და გუნდის კოორდინაციას განაგებს, ყოველთვის აქტიურად მოთხოვნადია განსაკუთრებით სტარტაპებში და ტექნოლოგიურ კომპანიებში.
UI/UX Designer
პროდუქტის დიზაინერი, ვინც პროგრამირების, ვებსაიტების და აპების ვიზუალურ მხარეს და მომხმარებლის გამოცდილებას აყალიბებს.
ძალიან მოთხოვნადია განსაკუთრებით დიზაინის ტენდენციების ზრდასთან ერთად.
2025 არის შენი შანსი დაეუფლო იმ უნარებს რომლებიც მოთხოვნადია და ფასდება მთელს მსოფლიოში. დიდი ცვლილებები პატარა ნაბიჯებით იწყება! დაიწყე შენი გზა დღეს და გახდი ტექნოლოგიური ცვლილებების ნაწილი!