ყველაზე გავრცელებული 5 შეცდომა რასაც დამწყები უშვებს IT სფეროში

ავტორი: თამარი ხატიაშვილი, 2 weeks ago

ყველაზე გავრცელებული 5 შეცდომა რასაც დამწყები უშვებს  IT  სფეროში

ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა ხშირად მღელვარებით და მოტივაციით იწყება, მაგრამ ამავე დროს, დამწყებები ხშირად ერთნაირ შეცდომებს უშვებენ  რაც დროს და ენერგიას აკარგვინებთ, ხშირ შემთხვევაში კი მოტივაციაც ქრება.

ეს სტატია სწორედ იმ ყველაზე გავრცელებულ 5 შეცდომაზეა, რასაც ახალბედებ  კარიერის დასაწყისში აწყდებიან. მათ შორის მეც ვიყავი და იმედია, შენ შეძლებ ამ შეცდომების თავიდან არიდებას.

ყველაფრის ერთდროულად სწავლა 

ბევრ დამწყებს გონია, რომ რაც შეიძლება ბევრი ტექნოლოგიის ათვისება სწრაფად მიიყვანს წარმატებამდე. ერთდროულად სწავლობენ front-end-ს, back-end-ს, product management-ს, UX/UI დიზაინს და კიდევ ბევრი მიმართულებას.

მესმის  ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ რეალობა სხვაა. თუ ყველაფერს ერთდროულად სცდი, არაფერში არ გახდები ძლიერი. გირჩევ, აირჩიო ერთი კონკრეტული მიმართულება, გაიგო მისი საფუძვლები, იმუშაო პროექტებზე და ივარჯიშო. მერე შეძლებ გადაწყვიტო, ეს გზა შენი თუ არა. თუ არ აღმოჩნდა სწორი, გადახვალ სხვა მიმართულებაზე გამოცდილებით და არა მონდომების გადაღლით. 

 პროექტებზე მუშაობის  გვიან დაწყება  

კიდევ ერთი შეცდომა: ახალი ცოდნის მიღების დროს ბევრი მხოლოდ ვიდეოებს უყურებს, სტატიებს კითხულობს და ფიქრობს, რომ ჯერმზად არ არის, რომ რაიმე პრაქტიკული გააკეთოს. მაგრამ სინამდვილეში სწავლა არ მუშაობს მხოლოდ თეორიით. პრაქტიკის გარეშე უბრალოდ მეხსიერებას ავარჯიშებ და არა უნარებს. არ არის აუცილებელი, რომ პროექტი იყოს ინოვაციური ან დიდი. შეგიძლია შექმნა პორტფოლიოს ვებსაიტი, To-do აპლიკაცია, დიზაინის აკეტი ან დაწერო პატარა სტრატეგია. მთავარია იმუშაო  არსებულ ცოდნაზე და შედეგები პორტფოლიოში გამოიტანო. სწორედ პატარა პროექტებით იწყება თავდაჯერება და გამოცდილება. ნუ დაელოდებისრულ მზადყოფნას-უბრალოდ დაიწყე! 

 დახმარების თხოვნის შიში 

ბევრი ახალბედა ფიქრობს, რომ დახმარების თხოვნა ისუსტის  ნიშანია. მე თავად ამ შეცდომას დიდი ხანი ვუშვებდი. მაგრამ ტექნოლოგიური ინდუსტრია არ არის ინდივიდუალური ბრძოლა  ეს  არის თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა. 

დაუკავშირდი ადამიანებს, დაუსვი კითხვები, შეუერთდი ონლაინ ან ოფლაინ საზოგადოებას. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ინტრო ვიქსით, აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგეხმარება. და რაც მთავარია, შენც დაეხმარები სხვებს. სწორედ ასე შენდება ტექნოლოგიური კარიერა, ურთიერთობებით. 

 საკუთარი თავის სხვსთან შედარება 

ტექნოლოგიაში ყველას თავისი გზა აქვს. ზოგი შანსს იღბლიანად იყენებს, ზოგი კი წლები ცდილობს შედეგის მიღწევას. ძალიან მარტივია თავის სხვებთან შედარება, "ის უკვე სტაჟირებაზეა“, "მე ადრე დავიწყე" ,  "ის უკვე ფულს შოულობს და ასშ.. 

მაგრამ ეს მხოლოდ შენს მოტივაციას აფერხებს. ფოკუსირდი საკუთარ განვითარებაზე, საკუთარ პროგრესზე. იყავი რეალისტი და გახსოვდეს, რომ წინსვლა ინდივიდუალურია. იყავი გულწრფელი შენს თავთან, ერთი წამით დაფიქრდი  როგორ შეგიძლია  გახდე უკეთესი დღეს, ვიდრე გუშინ იყავი? 

 შედეგების არ გაზიარება და ხილვადობის ნაკლებობა 

ბევრ დამწყებს ჰგონია, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გამოაქვეყნოს ნამუშევრები, როცა სრულყოფილია. ეს კი დიდი შეცდომაა. ტექნოლოგიური სივრცე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხილვადობას (visibility). გააზიარე შენი პროცესი, შედეგი, მცდელობები  LinkedIn-ზე, Twitter-ზე, ბლოგზე ან YouTube-ზეარაა აუცილებელი ყველაფერი პროფესიონალურად გამოიყურებოდეს. უბრალოდ გააგებინე ადამიანებს, რაზე მუშაობ და როგორ ფიქრობ. შენს ნამუშევრებს ესაძლოა  თვალი ადევნოს არაერთმა პროფესიონალმა, ვინც მომავალში  დაინტერესდება და თანამშრომლობას შემოგთავაზებს. შეცდომები არ ნიშნავს, რომ ვერ იქნები წარმატებული. პირიქით  ისინი შენი  განვითარების ნაწილია. თავარია  იცოდე, რომელი შეცდომები აირიდო თავიდან  და როგორ მოიქცე სწორად. 

აირჩიე ერთი მიმართულება და იმუშავე მასზე 
დაიწყე პროექტებზე მუშაობა რაც შეიძლება მალე 
არ შეგეშინდეს დახმარების თხოვნის 
ნუ შეადარებ საკუთარ თავს სხვას 
გააზიარე შენი პროგრესი, თუნდაც დაუმთავრებელი იყოს! 

 დღეს უკვე AI-ის და Web3-ის ეპოქაში ვცხოვრობთ, სამყაროში სადაც თვით ყველაზე გამოცდილი პროფესიონალებიც ხშირად სწავლობენ სიახლეებს. იდეალურ მომენტს და სრულ მზადყოფნას თუ დაელოდები ასე შეიძლება საერთოდ ვერ დაიწყო. ამიტომ გახსოვდესწარმატება იწყება არა მაშინ  როცა ყველაფრისთვის მზად ხარ არამედ, მაში  როც მოქმედება იწყე.! 🚀✨

 

თეგები
IT კარიერის დასაწყისი პროფესიული განვითარება პორტფოლიოს შექმნა პროექტებზე მუშაობა კარიერული მოტივაცია